13 წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბავშვის ბაბუა დააკავეს

13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბავშვის პაპა 50 წელს გადაცილებული პირი დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით კი, 50 წლის გადაცილებული მოზარდის პაპა ბრალს არ აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.