მოინახულეთ შემოდგომის ანტალია და აივსეთ დაუვიწყარი ემოციებით

ზაფხული მიიწურა, ანტალია კი ტურისტული თვალსაზრისით ისევ აქტიურია.  თურქეთის ამ უდიდესი, საკურორტო ქალაქის შესახებ ყველა ჩვენგანს გვსმენია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად ანტალია მხოლოდ ზღვასთან და ლამაზ სასტუმროებთან  არ ასოცირდება, თუმცა ასე არ არის და  ანტალიაში უფრო მეტი სანახაობა გელით, უფრო მეტი ადგილის დალაშქვრა და მონახულება შეგიძლიათ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

21 მაისიდან კურორტი აქტიურად იღებს დამსვენებლებს. სეზონი სექტემბრის ბოლომდე, მაქსიმუმ ოქტომბრის შუა  რიცხვებამდეა. შემოდგომა ის პერიოდია, როცა ძალიან დიდი ხალხმრავლობა აღარ არის, მზე იდეალურად თბილია, ზღვა მშვიდი და კარგი, ფასებიც მისაღები – ერთი სიტყვით, იდეალური დროა,

მაშ, რა გელით ანტალიაში ამ შემოდგომაზე?

შემოდგომაზე ანტალიაში ამინდი კვლავ მშვიდია, ზღვის ტემპერატურა კი საკმარისად თბილია კარგი ბანაობისთვის. ქალაქს აქვს ცისფერი დროშის მქონე პლაჟების რეკორდული რაოდენობა, რომელთა რაოდენობაც სულ 233-ია. ალანია, საიდი, ქემერი და სხვ. ეს ის საკურორტო ზონებია ანტალიაში, სადაც  შესანიშნავი პლაჟები, კულტურული ღირსშესანიშნაობები  და საუკეთესო საცხოვრებლები დაგხვდებათ. ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ უამრავი საინტერესო აქტივობით, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად , ჯომარდობისთვის საუკეთესო ადგილია ქოფრულუს კანიონი (Köprülü Canyon), რომელიც დაუვიწყარ ემოციებს მოგანიჭებთ.

ანტალია, სადაც ბუნება და ისტორია ერთიანდება

ანტალია, სადაც ბუნება, კულტურა და ისტორია ერთმანეთს ერწყმის. აქ უამრავი იკულტურული ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ, რომლებიც ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ.  აღსანიშნავია უძველესი ქალაქი კალეიჩი (Kaleiçi),სადაც არსებული ნაგებობები ოსმალეთის პერიოდით თარიღდება.  ეს არის ტერიტორია, რომელიც გარშემორტყმულია ძველი ნავსადგურის კედლებით. უნდა აღინიშნოს Საათის კოშკიც. იგი  პორტის თავზე დგას და ანტალიის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ასევე ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ჰიდირლიკის რომაულ კოშკზეც (Hidirlik Tower). მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იგი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში ყურის და როგორც ჩანს, იმ დროს იგი შუქურის ფუნქციას ასრულებდა ან თავდაცვისთვის საიმედო დასაყრდენ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ამჟამად კალეიჩის და კარაალიოღლუს პარკები მდებარეობს. უნდა აღვნიშნოთ ათათურქის სახლ-მუზეუმიც. ეს არის ადგილი, რომელიც სავსეა ათათურქის ანტიკვარული ავეჯით, ფოტოებითა და პირადი ნივთებით.

აქ თუ მოხვალთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც გიამბობთ ძველი თურქების ცხოვრების წესსა და ტრადიციებზე.   ასევე საგულისხმოა ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი. მის მიმდებარე ტერიტორიებზე მკვლევარებისა და არქეოლოგების მიერ მრავალი  ისტორიული ადგილია აღმოჩენილი.

აქ დაგხვდებათ ასევე გრძელი საფეხმავლო მარშრუტი – ლიკიის გზა (Lycian Way), რომლის შესწავლა 1992 წლიდან დაიწყეს. იგი  540 კმ სიგრძისაა

იდუმალი მღვიმეები ანტალიაში

ქალაქში კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. მაგალითად, ნახავთ იდუმალებით შემოსილ გამოქვაბეულებს. ერთ-ერთია დამლათაშის მღვიმე (Damlataş mağarası ), რომელზეც  ამბობენ, თურქეთში თხუთმეტი ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა. მღვიმე ჟანგბადის დიდი რაოდენობითა და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამიტომ, ითვლება, რომ ეს ტერიტორია კარგია რესპირატორული დაავადებების, განსაკუთრებით ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

აღსანიშნავია კარაინის მღვიმე  (Karain Mağarası) , რომელიც  ანტალიაში ზღვის დონიდან 430-450 მეტრზე მდებარეობს. იგი  ითვლება თურქეთის უდიდეს და ბუნებრივად წარმოქმნილ მღვიმედ. ეს არის ადგილი, სადაც ნახავთ ფლორისა და ფაუნის მრავალ სახეობასა და უძველესი ადამიანების ნაშთებს. კარაინი  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია  შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს  იარაღები, მძივები და ცხოველთა ნაშთები, რომლებიცაა მაგალითად,  სპილოები, მარტორქები და სხვ. ვისაც აინტერესებს, სად ცხოვრობდნენ თურქთა წინაპრები ხუთასი ათასი წლის წინ, აუცილებლად უნდა ეწვიოს კარაინის საოცარ გამოქვაბულს.

აღსანიშნავია, რომ ანტალიაში გასტროტურიზმი საკმაოდ განვითარებულია. აქ ამ აქტივობების განხორციელების შემდეგ შეგიძლიათ დაჯდეთ ადგილობრივ რესტორანში და დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები, რომლებიც სწორედ ამ პროვინციის კულტურას ესაბამება.  აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ şiş köfte (ხორცის ბურთულები შამფურებზე),  მშრალი ლობიოს შესანიშნავი კომბინაცია ტაჰინთან, ხახვთან და პომიდორთან ერთად  ან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ზღვის ჯადოსნური პრიოდუქტები. სადაც უამრავის სახეობის თევზი შეგხვდებათ. ამასთან, ანტალიაში ადგილობრივი ყურძნისგან ამზადებენ შავ და თეთრ ღვინოებს, რომელიც ტურისტებისთვის განსაკუთეებით სასიამოვნოა. კვების ბოლოს კი, შეგიძლიათ  დესერტად   მოხარშული  ნაყინი დაააყოლოთ.

როგორ მივიდეთ ანტალიაში?

  • ანტალიის აეროპორტაში პირდაპირი ფრენები მსოფლიოს დიდი ქალაქებიდან ხორციელდება უპრობლემოდ, ყოველდღიური ფრენები კი სტამბოლის აეროპორტში, რომელსაც ანტალიამდე 1 საათი სჭირდება. ანტალიის აეროპორტში ჩასვლისას შეგიძლიათ თავისუფლად იქირაოთ ტაქსი და მიხვიდეთ ქალაქის ცენტრში.
  • ჩასვლისას აუცილებლად ნახეთ ასპენდოსის თეატრი, სადაც საინტერსო სპექტაკლები იმართება.
  • ასევე მოინახულეთ სოფელი ორმანა, სადაც ნახავთ უძველეს სახლებს, რომლებიც თურქეტის ხალხურ არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

და ბოლო რჩევა –

  • თუ ნოემბერში ეწვევით ანტალიას, ამ თვის 2-დან 10 რიცხვამდე ქალაქში ჩატარდება უამრავი გამოფენა და ქორწილი რომელიც შათამბჭდავი ემიოციებით აგავსებთ.