აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, დაუყოვნებლივი პასუხი, შ.ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ პროვოკაციულ გამონათქვამებზე

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოდაუყოვნებლივი პასუხი, შ.ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ პროვოკაციულ გამონათქვამებზე, რომელიც 6 თებერვალს პორტალ timer.ge-ზე გამოქვეყნდა.

“საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის ასეთი კანონზომიერება: პოლიტიკოსები გამოცდილებას წლების განმავლობაში იძენენ, პოლიტიკანები კი ჯამბაზებად გადაგვარდებიან. როგორც ჩანს შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ინერციით რეესტრებში არის შეტანილი ხმამაღალი ტიტულით „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, საბოლოოდ გადაწყვიტა თავისი სტატუსი ჯამბაზად დაეფიქსირებინა. მთელი მისი მოღვაწეობა მრავალი ათწლეულის მანძილზე უკვე შენარჩუნებული იყო მძვინვარე პოპულიზმის ჟანრში. თუმცა, ამან ოდნავადაც არ შეუწყო ხელი მის საარჩევნო შედეგებს, რამაც საბოლოოდ მიიყვანა პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, სტატისტიკური შეცდომის ზღვარზე მყოფი ამომრჩევლების სიმპათიამდე. რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ჯგუფის ქცევის არჩევანი მისი წევრების გემოვნების საკითხია. თუმცა, ასევე არსებობს უძველესი იმპერატივი, რომ ერთის თავისუფლება შეიძლება გავრცელდეს მეორის თავისუფლების საზღვრებამდე. საერთაშორისო ურთიერთობებში კი ეს ძირითადი პოსტულატია. სწორედ მას ეყრდნობასაერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპი და სახელმწიფოთა თანაარსებობის ჩვეულებები და წესები. იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა და სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტმა, თეორიულად, ბუნდოვნად მაინც უნდა გაიხსენოს ეს ძირითადი ჭეშმარიტებები. მაგრამ  პირიქით აღმოჩნდა…

6 თებერვალს შ.ნათელაშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საკუთარი თავი საზოგადოებისთვის და ქართულ პლიტიკაში მიმდინარე ძირითად საკითხებზე ხანგძლივი დუმილის მიუხედავად, მისთვის ჩვეულ სტილში გაეკეთებინა სკანდალური განცხადება, მან მოულოდნელად აღმოაჩინა საქართველოს „მთავარი პრობლემა“ …  მრავალსაუკუნოვანი, უძველესი და  თანამედროვე ისტორიის ათწლეულების სტრატეგიული პარტნიორი და კარგი მეზობელი – აზერბაიჯანი; რა თქმა უნდა, მარგინალურ პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ ძალიან არასტანდარტული და ალოგიკური შეხედულებები, მაგრამ მათაც კი უნდა ჰქონდეთ საზღვარი. არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყანას, მის სიმბოლოებს და სახელმწიფოს მეთაურს. ეს არის – ტაბუ, არამარტო საერთაშორისო პოლიტიკის, არამედ უბრალოდ ადამიანური სინდისის თვალსაზრისით.

მით უმეტეს, რომ ამგვარი დაბალი მორალური, პოლიტიკურად პროვოკაციული და დიპლომატიური თვალსაზრისით არაკომპეტენტური განცხადებები, ჩრდილს აყენებს სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხს, რომელიც მიმდინარეობს ორივე მხარის შესაბამისი უწყებათაშორისი კომისიების ფარგლებში  პროფესიონალები განიხილავენ. ამ კომისიების მუშაობა პროფესიულ სიჩუმეს მოითხოვს და ამ პროცესზე კომენტარის გაკეთების ნებისმიერი პოპულისტური მცდელობა,  ქირურგიული ოპერაციის პროცესში, ხმაურიანი მოყვარულის ჩარევას ჰგავს, და ორივე შემთხვევაში შედეგი შესაბამისი უნდა იყოს  – დილეტანტი სკანდალისტის გაძევება მოცემული სივრციდან.

ეს ყველაფერი ანბანური ჭეშმარიტებაა. მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ გაილაშქრა “მთავარმა ლეიბორისტმა” ახლა ასე მოულოდნელად აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით იწყებს ძირითად და უმსხვილეს სტრატეგიული პროექტების რეალიზებას  შუა დერეფნის ლოგიკის ფარგლებში? სად არის საქართველოს, აზერბაიჯანის და მთელი რეგიონის ობიექტური ინტერესები და სად არის იაფი ფარსი და ქაოსის შექმნის მცდელობები? ჭეშმარიტი პოლიტიკოსი და დიპლომატი უპირველესყოვლისა მუშაობს ურთიერთობის ხარისხის გასაუმჯობესებაზე, პირველ რიგში მთავარ მეზობლებთან და  გარე პარტნიორებთან, ხოლო აურზაური და პოლიტიკანური კლოუნადა – ეს „ნათელაშვილი და პარტნიორების“ ცირკის ხვედრია.” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.