აღმოაჩინეთ თურქეთის დასავლეთ რეგიონის ულამაზესი ისტორიული ადგილები

თურქეთის ყველა რეგიონი გამორჩეულია. თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა მისი დასავლეთ რეგიონი, რომელიც უამრავი ისტორიული  მოვლენის ანარეკლია. თურქეთის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილი გვთავაზობს საინტერესო მიმართულებებს, რომლებიც სავსეა ახალი აღმოჩენებითა და თავგადასავლებით.

ფრიგიის ველი

ფრიგია იყო ანატოლიის უძველესი სამეფო და სწორედ ანატოლიური წარმოშობის ფრიგიული ქუდი (ფრიგიული ჩაჩი) მიიჩნიეს 2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მთავარ თილისმად, ანუ ამ თამაშების მასკოტები გახდნენ წითელი ფრიგიული ქუდები, რომელსაც  „ფრიგი“ დაარქვეს. აღსანიშნავია ფრიგიის გზა, რომელიც მიესალმება პროვინციებს ანკარას, აფიონკარაჰისარს, ესქიშეჰირსა და კუთაჰიას შორის. მარშრუტი იწყება Yazılıkaya-დან, რომელიც ფრიგიელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია და იგი გრძელდება ესქიშეჰირამდე. ესქიშეჰირში შეგიძლიათ ეწვიოთ ოდუნფაზარის უბანს, რომელიც 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიყვანეს. ფრიგიის გზის მარშრუტი 500 კმ-ის სიგრძისაა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობას თან ახლავს შთამბეჭდავი შენობების მონახულება, როგორიცაა მნიშვნელოვანი ეკლესიები, სამარხები, კლდოვანი დასახლებები და სხვ. ასევე საინტერესოა შემდეგი დასახლებები – სეიდილერი, აიაზინი, გოინუშის ველი, სადაც უამრავი სამარხია ფრიგიელთა ისტორიასთან დაკავშირებული.  მასთან  (Deliktaş and Penteser),   უნდა ნახოთ კლდეში ნაკვეთი ციხეები დელიქთაში და ფენთესერი.   აღსანიშნავია უძველესი ქალაქი  გორდიონი, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი თურქეთში, რომელიც ფრიგიის პოლიტიკურ და კულტურულ დედაქალაქად არის ცნობილი.

 

ენეასის კულტურული მარშრუტი

ენეასი არის პირველი  კულტურული მარშრუტი, რომელიც რეგისტრირებულია ევროპის საბჭოს მიერ. მარშრუტი მდებარეობს თურქეთში და იგი მოგზაურობის უნიკლაურ გამოცდილებას გთავაზობთ.  ლეგენდარული ენეასის არქეოლოგიური მარშრუტი ვრცელდება ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ხუთ ქვეყანაში, დაწყებული თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ეგეოსის სანაპიროდან და დამთავრებული იტალიაში. ენეასის მარშრუტი  აერთიანებს რამდენიმე დასახლებას,  ბუნებრივ არეალს და არქეოლოგიურ ადგილს, რომელთაგან ზოგიერთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მარშრუტი იწყება ჩანაქქალეს უძველეს ქალაქ ტროაში და გრძელდება ბალიქესირის ანთადროს  ძველ ქალაქში.

 

უძველესი ქალაქი საგალასოსი

უძველესი ქალაქი საგალასოსი ერთ-ერთი იშვიათი ქალაქია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი და სადაც დროის ზემოქმედება ძლივს იგრძნობა. დღეს ის, ბურდურის  აღლასუნის რაიონში მდებარეობს. იგი  არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული უძველესი ქალაქი, სადაც ანატოლიაში რომაული პერიოდის ანარეკლი ჩანს. საგალასოსი იმ რეგიონის დედაქალაქია, რომელსაც ძველად პისიდიას ეძახდნენ. დღეს ის ცნობილია როგორც ტბების რეგიონი, რომელიც მოიცავს პისიდიას, ისპარტას, ბურდურს, აფიონქარაჰისარს და კონიას ნაწილებს. აღსანიშნაია საგალასოსის თეატრიც, რომელიც 9000 ადამიანის  ტევადობისაა. ქალაქი 2009 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. მის  ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაგებობებს შორის არის ანტონინის შადრევანი, რომელიც 2000 წელია ფუნქციონირებს.