მწერალი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
71 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
ზაალ სამადაშვილი რამდენიმე წიგნის ავტორი იყო.
2008-13 წლებში იკავებდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას.
ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.