ბაქოდან სომხებს 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს

ყარაბაღში მცხოვრები სომხების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მიერ ბაქოდან ჰუმანიტარული დახმარების კოლონა აღდამ-ხანკენდის გზაზე ჩავიდა.

RealNews.ge იტყობინება, რომ აღდამ-ხანკენდის გზაზე რუსი სამშვიდობოების პოსტის წინ გუშინ ორი სატვირთო მანქანა 40 ტონა ფქვილის ნაწარმით ელოდება. აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ღამე გაათიეს და წინა დღეს ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში დაისვენეს.

აღინიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი ყარაბაღში მცხოვრები სომხური წარმოშობის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაა. ხანკენდში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით, სააგენტოს თანამშრომლებმა მოლაპარაკებები გამართეს აზერბაიჯანში დროებით ჩასახლებულ რუს სამშვიდობოებთან, რომლებსაც ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ გაუციათ.