აზერბაიჯანის პრეზიდენტი: COP29 გზას გაუხსნის სამომავლო თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის

COP29 მინიმუმ შექმნის შესაძლებლობას კონსულტაციებისთვის სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის და გაუხსნის გზას შემდგომი თანამშრომლობისთვის.

RealNews.ge AZERTAC-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს სიტყვები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 23 აპრილს ADA უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „COP29 და მწვანე ხედვა აზერბაიჯანისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ახლა გაჩნდა უნიკალური შანსი. ჩვენ ეს დაგვაკლდა. როდესაც სსრკ დაეცა, ჩვენს რეგიონში ომები მიმდინარეობდა, განსხვავებით ბალტიის ქვეყნებისგან, რომლებმაც დამოუკიდებელ ცხოვრებას მშვიდობიანად დაიწყეს. ახლა არის ამ გვერდის გადაბრუნების შანსი. ჩვენ ამას ვაკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ COP29 არის დიდი შესაძლებლობა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.