თურქული სამზარეულოს კვირეული იწყება

2024 წლის  21-27 მაისს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება ყველასთვის ცნობილი, თურქული სამზარეულოს კვირეული, სადაც იქნება ტრადიციული თურქული კერძებისა და მისი რეცეპტების პრეზენტაცია. თურქული სამზარეულოს კვირეული წელს ძირითადად ყურადღებას გაამახვილებს ეგეოსის ტრადიციულ კულინარიაზე, რომელიც ყველასთვის ცნობილია მსოფლიოში. ღონისძიებას  თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ახორციელებს.   მისი მიზანი ადგილობრივი კულინარიული კულტურის გაზიარება და პოპულარიზებაა მსოფლიოში.

ისტორიის, კულტურისა და ბუნების შერწყმა – ეგეოსის სამზარეულო

ეგეოსის სამზარეულო გამორჩეულია საინტერესო ადგილებით, ულამაზესი ხედებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი, რომელიც კულინარიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას მოიცავს.  იგი  იუნესკომ 2010 წელს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა.  მასში შედის  უგემრიელესი ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, ადგილობრივი მცენარეები, ბოსტნეულები, ზღვის პროდუქტები და უგემრიელესი ღვინოები.  წარმოსადგენი კერძების არასრულ ჩამონათვალს გთავაზობთ:

ზეთისხილი

ეგეოსის სანაპირო ზეთისხილის წარმოებისთვის,  ანატოლიის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ადგილად ითვლება დღემდე.  მისი ტრადიცია საუკუნეებია გრძელდება, სწორედ ამიტომ ის რეგიონის სამზარეულოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ზეითუნის ზეთი არომატიზირებული მწვანილებით, როგორიცაა თიამი, როზმარინი და პიტნა, საუზმისა და ლანჩის  განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს  ეგეოსის რეგიონში.

ყველი

ეგეოსის სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს  წარმოადგენს  თურქული ყველი, რომელიც თურქეთში ნებისმიერი ტიპის საუზმის  დროს სუფრაზე დაგხვდებათ.  აქ ცვალებადი კლიმატური პირობების გამო რძესა და ყველს აქვს უნიკალური გემო, რაც, ცხადია, ყველის საუკეთესო გემოს  განსაზღვრავს.  მათგან აღსანიშნავია, „ეზინეს თეთრი  ყველი “, „კონიას ცისფერი ყველი“ , „ყარსის ძველი ყველი” და სხვ. თითოეულ ჯიშის ყველს თავისი წარმოშობის ისტორია და მომზადების განსხვავებული მეთოდები გააჩნია.

თარჰანას წვნიანი

იოღურთისა (მაწვნის სახეობა) და ხორბლის ფერმენტაციის შედეგად ვიღებთ თარჰანას, რომლის სისადავისა და სიმარტივის უკან საოცარი გემოების მრავალფეროვნება იმალება.  ე.წ. მჟავე პური ანუ მჟავე საფუარით მომზადებული პური ბაზარზე ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. იგი არის წყლისა და ფქვილის კონტროლირებულ დონეზე მიღებული ფერმენტაციის შედეგი. ანატოლიაში ასეთი გამოთქმაც არსებობს: „თუკი სახლში მჟავე საფუარი გამოილევა, მაშინ იქ ბარაქაც გაქრება“. სწორედ ეს ფერმენტაციის პროცესი  ქმნის თარჰანას წვნიანს.

მოხარშული  მწვანე წიწაკა

ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ზეითუნის ზეთში მოხარშული მწვანე წიწაკა. თხელკედლიანი ბულგარული წიწაკა ორივესთვის ყველაზე სასურველია. ზეითუნის ზეთის კერძებში სასურველია საშუალო ზომის ან შედარებით პატარა წიწაკა. მის შიგთავსში  შედის სანელებლები, როგორიცაა დარიჩინი და წიწაკა. იგი დაბალანსებულია სხვა ტიპის   მწვანილებით მწვანილებით, როგორიცაა კამა და პიტნა.

ჩაშუშული კრევეტები

ჩაშუშული კრვეტები არის კერძი, რომელიც შემუშავდა თევზის რესტორნებში და დღეს კლასიკურ კერძად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კრევეტების კერძი სახლში იშვიათად მზადდება, ის ტავერნებისა და თევზის რესტორნების ერთ-ერთ მოთხოვნად კერძად ითვლება.

ლეღვის  ჩირი

კვირეულზე წარმოდგენილი იქნება ასევე უამრავი დესერტი, რომელთა შორისაც არის ლეღვის ჩირი. ლეღვის ჩირს ჭყლიტავენ  და მას ურევენ ცხელ რძეს,  რის შემდეგაც თიტქმის ლეღვსი იოგურტი იქმნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეცეპტში შაქარსაც ხშირად ურევენ, თქვენ შეგიძლიათ ის შაქრის გარეშც დააგემოვნოთ, რადგან გემოსთვის ლეღვის სიტკბოც საკმარისია.   ეს მას  ჯანსაღ დესერტად აქცევს.

სომატა (მწარე ნუშის შერბეტი)

აღსანიშნავია მწარე ნუშის შერბეტიც. მის მოსამზადებლად  ტკბილ და მწარე ნუშს ერთად ჭყლეტენ , ცოტა ხნით ტოვებენ წყალში და ფილტრავენ წვრილ ტილოზე. ამ გზით მიიღება ნუშის რძე. დარჩენილი ნუშის რბილობი გამოიყენება ფუნთუშების დასამზადებლად. სომატა საოცარ დესერტად ითვლება ზამთარსა და ზაფხულში.