ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი (ვიდეო)
ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საელჩოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
„თავდამსხმელმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღით მოკლა დაცვის სამსახურის უფროსი. თავდასხმის აღკვეთისას საელჩოს დაცვის ორი თანამშრომელიც დაშავდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
„მოღალატური თავდასხმის“ ფაქტზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.