არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა ფოკუსირებული უნდა იყოს სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფაზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგის განხორციელებაზე და არა აგრესიული სეპარატიზმის ხელშემწყობი აურზაურის შექმნაზე.

ეს სიტყვები ნათქვამია ყარაბაღ სომხების ბლოკადას“ შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

“ბოლო კვირებში და განსაკუთრებით დღეებში, საქართველოს საინფორმაციო სივრცეში სულ უფრო გახშირდა სხვადასხვა რეპორტაჟები, მიმართვები და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები იმის შესახებ, ვითომ როგორ ქმნის წინასწარ განზრახულად აზერბაიჯანი ჰუმანიტარულ კრიზისს“, ყარაბაღ სომხების ბლოკადას“. ან გამოჩნდება ცნობა, რომყარაბაღშისაკვების უქონლობის გამო დაიწყესძაღლების ქუჩაში გაგდება. შემდეგ ეთნიკურისომეხი, მაგრამ ფრანგული მეტსახელით, გაიხსენებს გენოციდის დანაშაულების პრევენციის კონვენციას და ხოლო ამ მიმართებით ზოგიერთიარასამთავრობო ორგანიზაცია გადაწყვეტსგააკეთოს განცხადება მხოლოდ ერთი მხარის მიერგავრცელებული ნარატივიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ საქართველო, ბუნებრივია, როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის კარგი მეზობელი, დაინტერესებულია მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულების უმოკლეს ვადაში დადებით. ეს იქნებოდა სრულიად ახალი ამოსავალი წერტილი – არა დაპირისპირება, არამედ მშვიდობიანი თანაცხოვრება და თანამშრომლობა. ამ მიზნის მიღწევა ფუნდამენტურად უფრო პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნის და კარგი სტიმული იქნება საქართველოში კონფლიქტების მოგვარებისთვის იმავე უნივერსალურ საფუძველზე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ადამიანის უფლებების დაცვის გათვალისწინებით. ამ კუთხით, კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ჩვენ, რამდენიმე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე „გვსურს გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის დაზარალებულ მოსახლეობის მიმართ, რომელთა ცხოვრებაც სერიოზულად დაზარალდა 30-წლიანი გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად“.

მაგრამ, როგორც გვეჩვენება, საქართველოში, რომელიც 30 წელია გარედან ინსპირირებული აგრესიული სეპარატიზმის შედეგად წარმოქმნილიკონფლიქტებით იტანჯება, არასამთავრობოორგანიზაციების წევრებს კარგი მეხსიერება უნდაჰქონდეთ. მათ არ უნდა დაგვავიწყდე, რომროგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში, ასევე აზერბაიჯანში ოკუპაციისპერიოდში, კონფლიქტის შედეგად გაცილებით მეტიქართველი და აზერბაიჯანელი დაზარალდა, ვიდრესეპარატისტული რეგიონების ამჟამინდელიმაცხოვრებლები. მათთვის, ვინც რაიმე მიზეზით თუმის გარეშე წერს მოჩვენებითგენოციდზე“, უდი არ იქნება შევახსენოთ, რომ ნამდვილი გენოციდი 1992 წელს  ქართველების წინააღმდეგ გაგრაში დააზერბაიჯანელების წინააღმდეგ ხოჯალიშიგანხორციელდა.

ცალმხრივი ნარატივები, რომლებიც საქართველოშიც გავრცელდა, ხაზს უსვამს იმას, რომ აზერბაიჯანმა თითქოსდა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალ გზაზე სასაზღვრო კონტროლის დაწესებით. მაგრამ როგორც აზერბაიჯანული მხარე სწორად აღნიშნავს, საზღვრების მთელ პერიმეტრზე კონტროლი სახელმწიფოს უპირობო პრეროგატივა და სუვერენული უფლებაა. ხოლო მის ტერიტორიაზე უკონტროლო შემოსვლა სასაზღვრო ხაზზე არსებული ხვრელების მეშვეობით არის ყველა სამართლებრივი ნორმის დარღვევა. ამ საკითხზე წარმოდგენის შესაქმნელად, შეგვიძლია გირჩიოთ ხელახლა წაიკითხოთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.

სხვათა შორის, სომხეთი ცდილობდა გაესაჩივრებინა აზერბაიჯანის გადაწყვეტილების კანონიერება ლაჩინის გზაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაყენების შესახებ საერთაშორისო სასამართლოში და სთხოვა შეეცვალა სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება. ის ითხოვდა, რომ აზერბაიჯანი დაევალდებულებინათ „გაეყვანა 2023 წლის 23 აპრილის შემდეგ ადგილზე დისლოცირებული ნებისმიერი დანიშნულების პერსონალი ლაჩინის დერეფნიდან და მის გასწვრივ    და თავი შეეკავებინა მათი შემდგომი განლაგებისგან“. თუმცა, მიმდინარე წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სასამართლომ ერთხმად უარყო სომხეთის მოთხოვნა. იურისტებისგან სხვა რამის მოლოდინი რთული იყო, რადგან საზღვრის კონტროლის უფლება ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში. ხოლო მისი განხორციელება არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მოქალაქეთა გადაადგილების უფლების შეზღუდვად.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომაზერბაიჯანის არგუმენტები სომხეთის მხარის მიერ მიმდინარე წლის 23 აპრილამდე განხორციელებულგადაცდომებთან დაკავშირებით ასევეაბსოლუტურად ადეკვატურია. ამგვარად, ჰუმანიტარულ დერეფნად გამოცხადებულ ლაჩინისგზის გასწვრივ, 2021 წელს, 2020 წლის შემოდგომაზემეორე ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ,იარაღისა და საბრძოლო მასალის, მათ შორისნაღმები, ტრანსპორტირება ხდებოდა. შედეგად, 2020 წლის ნოემბრიდან ნაღმის აფეთქებას 303 აზერბაიჯანელი, მათ შორის 2 ჟურნალისტიემსხვერპლა.

სრულიად გამართლებულია აზერბაიჯანისმოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას  სომხურიშეიარაღებული ძალების სრული გაყვანისვალდებულებების შესრულება ყარაბაღისრეგიონიდან, რაც თავად სომხეთისპრემიერმინისტრმა სიტყვებით არაერთხელაღიარა აზერბაიჯანის ნაწილად.

ვფიქრობთ, რომ არავის, ვინც ამ საკითხს ობიექტურად და მიკერძოების გარეშე უდგება და მინიმალურ ძალისხმევას მაინც აკეთებს მის გასაგებად, არ ეპარება ეჭვი, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების უკანონოდ გაყვანის, ასევე სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მოთხოვნები, აბსოლუტურად ლეგალურია. უფრო მეტიც, ისინი აუცილებელი პირობებია პოსტკონფლიქტურ პერიოდში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.

რა თქმა უნდა, რთულ პერიოდში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებული მტრული ურთიერთობის ფონზე, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ჰუმანიტარული დღის წესრიგის დაცვას. მაგრამ ვნახოთ ვინ და როგორ უქმნის პრობლემებს მისი განხორციელების გზაზე? ერთის მხრივ, აღმაშფოთებელი აქტივობა გვაქვს, როდესაც „ყარაბაღის ბლოკადის“ და იქ სომხების „აუტანელი ტანჯვის“ ხმაურის ქვეშ, ფაქტობრივად, კვლავ ცდილობენ შემოსასვლელ-გამოსვლის უკონტროლო რეჟიმის შექმნას ლაჩინის გზის გასწვრივ. მთელი „ჰუმანიტარული კოლონაც“ კი გაიგზავნა საზღვარის მიმართულებით, ისე რომ  აზერბაიჯანისგან ნებართვის აღება დაავიწყდათ.

ამ ფაქტმა გაგვახსენა 2014 წლის აგვისტოდან დაწყებული მსგავსი „ჰუმანიტარული კოლონების“ გაგზავნა დონბასში, რამაც ფაქტობრივად უზრუნველყო საზღვრის ფაქტიური გარღვევა, რაც გააპროტესტა უკრაინამ და დაგმო აშშ-მ და ევროკავშირმა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის აქტი. რა მოხდა უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც ეს „ჰუმანიტარული კოლონები“ წავიდნენ და რა ხდება ახლა იქ, რიტორიკული კითხვაა. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის პოზიცია ლაჩინის გზის გასწვრივ უკონტროლო გადაადგილების აღკვეთის თაობაზე არა მხოლოდ შეესაბამება კანონს, არამედ ხელს უშლის ახალი შეიარაღებული პროვოკაციების საშიშროებას, რაც მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას იწვევს და ასეთი კვაზიჰუმანიტარული კოლონების შერჩევითი დაგმობის პოზიცია უსამართლოდ და უკანონოდ გვეჩვენება.

მეორეს მხრივ, თუ ყველას, ვინც ახლა ასე ზრუნავს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომეხი მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემებზე, ნამდვილად ღელავს უბრალო ხალხზე და არ ცდილობს გაახანგრძლივოს აგრესიული სეპარატიზმის კუნძულის არსებობა, ვურჩევთ უკეთ უნდა გაეცნონ რეგიონში  არსებულ ვითარებას და არ დაამახინჯოს ფაქტები. ბოლოს და ბოლოს, ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ყველა საჭირო ნივთით მომარაგებისთვის, აზერბაიჯანმა შესთავაზა გამოეყენებინათ მოხერხებული გზა აღდამიდან, რომელიც გადის სწორ რელიეფზე და სიგრძით 26 კმია. ამავდროულად, დაჟინებული მოთხოვნა სომხური გორისიდან 93 კმ-იანი გზის გამოყენებაზე, რომელიც მთის „სერპენტინიან“ გზებზე გადის, აშკარა დისონანსია. მაგრამ ყარაბაღში სეპარატისტების ხელმძღვანელობამ ბეტონის ბლოკები მოათავსა აღდამის გზაზე, რითაც შექმნა „შიდა ბლოკადა“. ამასთან, ისინი ცდილობენ შექმნან ყალბი ილუზია, რომ ისინი გარედან არიან ბლოკირებული.

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს აქვს საკმარისი ძალაპრობლემების გადასაჭრელად. ეს მან წარმატებითდაამტკიცა და აგრძელებს დამტკიცებას. მაგრამ, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველომ, როგორცუახლოესმა მეზობელმა, ასევე უნდა იმოქმედოს ამსაკითხში სამხრეთ კავკასიაში შერიგების დღისწესრიგიდან გამომდინარე. მიგვაჩნია, რომრეგიონის სამივე ქვეყნის განვითარებისა დაწარმატებული მომავლის ინტერესებიდანგამომდინარე, არ უნდა იხელმძღვანელოსტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგმიმართული ნარატივებით, სეპარატიზმის კერებისმხარდასაჭერად. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ისინიგახდნენ წყლულები, საიდანაც იფეთქაკონფლიქტებმა, რამაც ამდენი უბედურება მოუტანასამხრეთ კავკასიის ყველა მცხოვრებს.

გვახსოვს, რომ ამ კონფლიქტების გარიჟრაჟზე, მათი წამქეზებლებიც ცდილობდნენ თავიანთი პრეტენზიების დასაბუთებას ფიქტიური „ჰუმანიტარული მიზეზებით“ და „უფლებათა დარღვევით“. შედეგად, მათ თავად დაარღვიესმილიონობით  ლტოლვილი და იძულებითი მიგრანტის ადამიანის უფლებები. მიგვაჩნია, რომ ქართული საზოგადოება უნდა იყოს დაინტერესებული აზერბაიჯანის წარმატებული გამოცდილებით ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის კუთხით. და ამისთვის კარგი იქნება, კარგად დავფიქრდეთ, სანამ ცალმხრივი პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცევით, რომელიც შერიგების, რეინტეგრაციისა და მომავალი განვითარების მიზნებს კონფლიქტის მოძველებული რიტორიკის სასარგებლოდ ტორპედებს.

საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების ფონდი;  

ფონდიტაძრელი“;

საქართველო კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინტიტუტი; (GCSSI)

საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია;

გამარჯვებაპარტნიორობის ალიანსი

გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევის კავკასიის საერთაშორისო ცენტრი

სამოქალაქო თავდაცვის ლიგა; (CDL)

საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია; (16 ორგანიზაცია)”