მარნეულში ფორუმი “SOYDAŞ” გაიმართა
მარნეულში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმი “თანამემამულე საქართველო – 2023” გაიმართა.
აზერბაიჯანის ახალგაზრდული ინიციატივისა და განვითარების მხარდაჭერის საზოგადოებრივი გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას არასამთავრობი სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოხელეები და დიპლომატები ესწრებოდნენ.
მათ შორის იყვნენ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაურ დარგალი, თურქეთის ელჩის მოადგილე ქაზიმ ქართალი, ახალგაზრდული ინიციატივისა და განვითარების ხელშეწყობის საზოგადოებრივი გაერთიანებისა და დიასპორის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე თოღრულ ალავერდილი და აზერბაიჯანის პრესის საბჭოს წევრი და მედიის, “Yeni Cagh”-ის დირექტორი აგილ ალესგერლი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გახსნისას აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით იქ დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო.
სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდული ინიციატივისა და განვითარების ხელშეწყობის საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა თოღრულ ალაჰვერდილიმ ფორუმის არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების გაერთიანება და გაძლიერებაა.
მან ასევე ფორუმის მხარდაჭერისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტსა და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემს მადლობა გადაუხადა.