აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება:
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლის გახნსა, ჩვენი ტერიტორიების დანაღმვა, საბრძოლო პოზიციების საინჟინრო გაუმჯობესება, ასევე თავშესაფრების რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია დაძაბულობის ზრდა.
ამ მხრივ, საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პერსონალით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო დანადგარებითა და სხვა ცეცხლსასროლი საშუალებებით, ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე მოყვანა, მობილიზაციისთვის დამატებითი დანაყოფების შექმნა, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის გაფართოება, ტერაქტის მიზნით ჩვენი პოზიციების სიღრმეებში ნაღმებისგან გაწმენდილი დერიტორიებისა და სამოქალაქო გზების ხელახლა დანაღმების ფაქტები ჩვენი დაკვირვებით იქნა აღმოჩენილი.
19 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში აჰმედბეილი-ფუზული-შუშას გზატკეცილზე ტერაქტის მოსაწყობად წინასწარ დაყენებული ნაღმის აფეთქების შედეგად განადგურდა აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს კუთვნილი მანქანა და დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. იმავე დღეს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ და დაშავდნენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ ჩადგმული ნაღმის აფეთქების შედეგად, რომელშიც იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეები. ასეთი ფაქტები აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მიზანმიმართული და დაგეგმილი ტერორისტული პოლიტიკის გაგრძელებაა.
2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების დებულებების საპირისპიროდ, სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ყოფნა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
სამმხრივი დეკლარაციის დებულებების უზრუნველყოფის, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთის, სომხური შეიარაღებული ძალების ნაწილების განიარაღების და ჩვენი ტერიტორიებიდან გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო მუშაკებისა და სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნვეყოფისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით დაიწყო ადგილობრივი ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები.
ღონისძიების ფარგლებში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით იშლება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფრონტის ხაზი, ღრმა პოზიციები და გრძელვადიანი საცეცხლე პუნქტები, აგრეთვე საბრძოლო მანქანები და სამხედრო ობიექტები.
მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ არის სამიზნე, განადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები.
განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ეცნობა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას და თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობას.“