აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება.
პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.
ქვეყანაში 6 537 საარჩევნო უბანია გახსნილი, 6 319 მუდმივი და 218 დროებითი. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 6 478 623 ამომრჩეველი.
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 37 ქვეყანაში, აზერბაიჯანის საელჩოებსა და საკონსულოებში 49 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც ხმას აზერბაიჯანის 23 000-ზე მეტი მოქალაქე მისცემს.
არჩევნებს 90 372 დამკვირვებელი აკვირდება. მათგან 790 საერთაშორისო დამკვირვებელია, რომლებიც 72 საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენენ.