დატკბით გაზაფხულის სტამბოლით

სტამბოლში გაზაფხული დადგა, ნელ-ნელა ამინდი თბება და ბუნებაც ყვავის. ქალაქში ამ პერიოდში მოგზაურობა განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან ირგვლივ ყველაფერი აფერადებული და სავსეა ულამაზესი სურნელოვანი ყვავილებით.  ვნახოთ, სტამბოლი გაზაფხულის სეზონზე რა მარშრუტებს გვთავაზობს და რითი აპირებს იგი მოგზაურების მოხიბვლას.

უმშვენიერესი სტამბოლი

სტამბოლში, რომელიც აზიისა და ევროპის კვეთაზე მდებარეობს, ერთ-ერთ ულამაზეს ხედად მიიჩნევა ბოსფორის სრუტე. აქ თქვენ შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ და დატკბეთ სანაპიროებზე მდებარე ისტორიული სასახლეებისა და შენობების დათვალიერებით, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. თუნდაც ქალწულის კოშკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ საკულტო ნაგებობად მიიჩნევა. საინტერესოა სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Istanbul Museum of Modern Art), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან არქიტექტურულ პლატფორმაზე, ArchDaily-ზე   კულტურული არქიტექტურის კატეგორიაში     „წლის შენობად“ იქნა დასახელებუილი.  

ტიტების ფესტივალი და ულამაზესი სანახაობა სტამბოლში

სტამბოლში ყოველ გაზაფხულზე ტიტების სახით საოცარი სანახაობა ეწყობა. ყვავილების ამოსვლა ქალაქში ადამიანებს გაზაფხულის დადგომას აუწყებს. ისინი საოცრად ალამაზებენ სტამბოლის ყველაზე პოპულარულ ადგილებს, ცენტრალურ ქუჩებს, პარკებს, ბაღებს, ხეივნებსა და სახლის ეზოებს. საინტერესოა ყველასთვის ცნობილი პრინცის კუნძულები, რომელიც გამოირჩევა აყვავებულ მწვანე ბორცვებით,  მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით და მრავალფეროვანითავგადასავლებით.

სტამბოლის კულტურული მემკვიდრეობები

სტამბოლი კულტურული მემკვიდრეობების ქალაქია. აქ დაგხვდებათ განახლებული კულტურული ადგილები, ცნობილი არქიტექტორების მიერ აშენებული მუზეუმებიდა სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობები. მათ შორისაა დიდებული აია სოფია, მის მოპირდაპირედ მდებარე სულთან აჰმედის მეჩეთი, თოფქაფის სასახლე და ბაზილიკის ცისტერნა. ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს ასევე სტამბოლის ეგვიპტური ბაზარი, სადაც უამრავ ხელნაკეთ ნივთს თუ სხვადასხვა ტკბილეულობასნახავთ.  გაზაფხულის მზის ქვეშ დაინახავთ ქალაქის დინამიკას და მის ცოცხალ ქუჩებს, რომლებიც ბუნების ჰარმონიაში ყვავის.

კულინარიული აღმოჩენები

გაზაფხულზე სტამბოლში ჩასვლა ასევე ღირს იმ კერძების დასაგემოვნებლად, რომლებიც ქალაქის კულინარიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღსანიშნავია სეზონური კერძები: არტიშოკი, ბამია, მარწყვი, ქლიავი და სხვა საგაზაფხულო ბოსტნეულები.  ზღვისპირა ქალაქში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ სეზონური თევზები, რომელიც ნებისმიერ კაფესა თუ რესტორანში დაგხვდებათ.