მოგზაურობა და მარშრუტები – რა სერვისებს სთავაზობს თურქეთი ამ მიმართულებით

საქარავნო არდადეგები სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებში, რადგან იგი უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მათ, ვისაც სურს დაათვალიეროს საოცარი ადგილები. საქარავნო მოგზაურობები უცხოელ ტურისტებს საშუალებას აძლევს მოინახულონ პატარა სოფლები, ქალაქები და გაეცნონ სოფლის ცხოვრებას, რომელიც მათ აქამდე ჯერ კიდევ არ უნახავთ. ამისათვის კი, თურქეთის დიდ ქალაქებსა და ტურისტულ რაიონებში თქვენ შეგიძლიათ იქირავოთ ქარავნები, რომლებიც  ყველანაირი კომფორტით არის აღჭურვილი და  მოიაროთ მრავალი საოცარი ადგილი. საოცარი მწვანე ბუნება და ლურჯი ზღვა, უძველესი ქალაქები და სოფლები – ეს ის ადგილებია, რომელთა  დათვალიერებაც სწორედ საქარავნო მარშრუტების მეშვეობით შეგიძლიათ.

ყველაზე პოპულარული მარშრუტი იწყება ჩანაქქალედან და ჩრდილოეთ ეგეოსის ისტორიული ცენტრის, ანტალიის გავლით თურქული რივიერას საყვარელ საპორტო ქალაქამდე გრძელდება. ჩანაქქალე, უამრავ ვარიანტს სთავაზობს განსაკუთრებით მათ, ვინც დაინტერესებულია ისტორიით. შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი ქალაქი ტროა, მოინახულოთ ტროას მუზეუმი, რომელსაც ევროპის მუზეუმთა აკადემიის ჯილდო მიენიჭა. ასევე ახლოს გაეცნოთ ჰომეროსის ილიადასა და ოდისეას ეპოსების წარმოშობის ისტორიას და დაატკბეთ შორეული  წარსულით.   ამ ადგილებში კი თქვენ შეგიძლიათ გაჩერდეთ და დაბანაკდეთ ბუნებაში, მთაში და სხვ. ამასთან, მარშრუტის განმავლობაში თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ  ფოჩა და ურლა, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ ქალაქებად მოიაზრება.

მარშრუტის გაგრძელებისას გვხვდება მრავალი სანაპირო ქალაქი, რომლებიც მდებარეობს ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების შეერთებაზე. მაგალითად, გელოდებათ ბოდრუმი, ფეთჰიე, მარმარისი, დატჩა და ქოიჯეგიზი, რომლებიც თურქეთის საუკეთესო ტურისტულ ცენტრებად არის აღიარებული.  შეგიძლიათ ასევე დაათვალიეროთ უძველესი ქალაქი ლაგინა, ჰერაკლეია და კნიდოსი, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს თავიანთი ღირსშესანიშნაობებით საოცრად აღაფრთოვანებს.

*ანტალია – „თურქული რივიერას გული“*

გზა ანტალიამდე თურქული რივიერას გულში მიგიყვანთ.  იგი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტაურუსის მთებსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. ანტალია წარმოადგენს თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიის ცენტრს, რომელიც თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტების 30%-ს იზიდავს.  უნიკალური სილამაზით, ისტორიით, კულტურითა და არქეოლოგიური სანახაობებით, იგი გთავაზობთ საუკეთესო მოგზაურობას, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. ანტალია  ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ ადგილად მოიაზრება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვენს გონებაში მხოლოდ ზღვასთან და ლამაზ სასტუმროებთან ასოცირდება. მას აქვს ისტორიული სიმდიდრე,რომელიც მოიცავს უძველეს ქალაქ ქსანთოსს, პერგეს, ასპენდოსს, მირას და პატარას; აღსანიშნავია ქაში, რომელიც  თურქეთის და ამავე დროს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან სადაივინგო ტურისტული ცენტრად ითვლება.

 

*შავი ზღვის რეგიონი*

შავი ზღვის რეგიონი  ულამაზესი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. იგი საუკუნეების მანძილზე გახლდათ მნიშვნელოვანი ცივილიზაციების სამშობლო , რომელიც ცნობილია სხვადასხვა ისტორიული ძეგლებით,  სასახლეებით,  ციხე-სიმაგრეებითა და კლდოვანი სამარხებით.ამ საქარავნო მარშრუტზე   არის უამრავი მოსანახულებელი ადგილი, რომელიც სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებთ! მისი პირველი გაჩერებაა ბოლუ, რომელიც დაფარულია სიმწვანით. შემდგომ თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ კასთამონუ, რომელიც ჯერ კიდევ ჯერ კიდევ ძვ. წ. XVIII საუკუნეში დაარსდა.

აღსანიშნავია ისტორიული  სამსუნი,ორდუ, სადაც შეგიძლიათ ნახოთ უზუნდერისა და ჩისელის ჩანჩქერები, კანიონები და სხვ. ნამდვილი კულტურული საგანძური გელით ტრაპიზონში, სადაც შეძლებთ ნახოთ სუმელას მონასტერი. სუმელას მონასტერი თურქეთის უმნიშვნელივანეს ისტორიულ ღირსშესანიშნაობად ითვლება და იგი 2000 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეყვანილი.  შავი ზღვის  მარშრუტებში, რიზესა და ართვინში თქვენ შეხვდებით ასევე მრავალ ისტორიულ ციხესიმაგრეს, რომლებიც საოცარ ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ.