თბილისში აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკური რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების მიქცევის მიზნით დედაქალაქ თბილისში, გაეროს წარმომადგენლობის წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
მარნეულში მდებარე „აზერბაიჯანული სახლის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, კომენტარი გააკეთონ სეპარატისტების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგებულია, ეკოლოგიურ ზარალზე და ასეთ შემთხვევებში დუმილი არ შეინარჩუნონ.
აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებით ხელში სკანდირებდნენ სლოგანები: „დაასრულე ეკოლოგიური დანაშაული“, „შეაჩერე ეკოტერორი“.
აღსანიშნავია, რომ ხანკენდი-ლაჩინის გზაზე გამართული საპროტესტო აქცია აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში სასარგებლო საბადოების უკანონო ექსპლუატაციის წინააღმდეგ ორ კვირაზე მეტია გრძელდება.