აზერბაიჯანმა ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმის სამი ყოფილი ე.წ. “პრეზიდენტი” დააკავა

აზერბაიჯანმა ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმის სამი ყოფილი ე.წ. “პრეზიდენტი” დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, აზერბაიჯანმა დააკავა და ბაქოში გადაიყვანა არაიკ არუთუნიანი, რომელიც 2020-2023 წლებში ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. “პრეზიდენტი” იყო.

ასევე დაკავებულია არკადი გუკასიანი ე.წ. “პრეზიდენტი” იყო 1997-2007 წლებში, და ბაკო სააკიანი, რომელსაც ე.წ. “პრეზიდენტის” თანამდებობა 2007-2020 წლებში ეკავა. ასევე დაკავებულია სეპარატისტული საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით იშხანიანი.