თეოსი – ანტიკური ქალაქი თურქეთში
თურქეთში მრავალი ანტიკური ქალაქია. დღესგესაუბრებით ერთ–ერთ ასეთ ქალაქ თეოსზე, რომელიც ფაქტიბრივად, შორეულ წარსულშიგამოგზაურებთ და სულ სხვა დროში წაგიყვანთ. შესაძლოა, თეოსი არ იყოს ცნობილი ეფესოს ან ასპენდოსის მსგავსად, თუმცა იგი საოცარისიძველითა და კულტურული ღირებულებებითგამოირჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაიცნოსაუცილებლად.
ანტიკური ქალაქი თეოსი დღეს, იზმირისსეფერიჰისარის რაიონში მდებარეობს. იგი უძველესი დროიდან ცნობილია იონიის რეგიონისერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქად. თეოსის გეოგრაფიული მდებარეობა მას დიდუპირატესობას ანიჭებს, რადგან იგი შეიძლებაითქვას, რომ საპორტო ქალაქად არისჩამოყალიბებული. სამხრეთ ნავსადგური უძველესიპერიოდიდან მოყოლებული ითვლება ერთ–ერთყველაზე კარგად შემონახულ ბურჯად ანატოლიისსანაპიროზე. კვლევებისა და გათხრების შედეგადდადგინდა, რომ თეოსის პორტებში 50 გემს შეეძლოერთდროულად გაჩერება. ეს რიცხვი სულაც არ არისმცირე იმ პერიოდისთვის. საპორტო ქალაქადყოფნის გამო იგი აქტიურ როლს თამაშობდასაზღვაო ვაჭრობაში და სწრაფადაც ვითარდებოდა.
თეოსი ანტიკური პერიოდის ერთ–ერთიგამორჩეული ქალაქია. ის ყურადღებას იპყრობს არამხოლოდ კომერციული წარმატებებით, არამედკულტურულადაც. აღსანიშნავია, რომ აქ ღვთაებადიონისეს სახელით ცნობილი ყველაზე დიდიტაძარი აშენდა. დიონისე მცენარეების ზრდის, ნაყოფიერებისა და ბუნების ღმერთია.
ანტიკური ქალაქი თეოსი მკვლევართა ყურადღებასიპყრობს არა მხოლოდ თავისი არქიტექტურულინაშთებით, არამედ წარწერებითაც. იმიტომ, რომწარწერები აწვდის ექსპერტებს ისტორიის საჭიროხელშესახებ დოკუმენტებს. მაგალითად, გათხრებისდროს აღმოჩენილი ერთ–ერთი წარწერა არისუძველესი საიჯარო ხელშეკრულება ანატოლიაში. სხვა წარწერებში ასევე წერია, რომ ქალაქშიჩამოყალიბდა სკოლა. ასევე მითითებულია ისიც, თუ რამდენი ხელფასი უნდა გადაეხადოსმასწავლებლებს; კიდევ ერთ წარწერაში წერია, რომგამოცდები უნდა ჩატარდეს პარლამეტის შენობაშიდა სხვა მნიშვნელოვანი წესები და კანონები. ესყველაფერი აშკარად უსვამს ხაზს, რომ იმპერიოდის ადამიანები საკმაოდ განვითარებულებიიყვნენ.
ზოგიერთი მკვლევარი ანატოლიას, კულტურებისძირითად რეგიონად განსაზღვრავს. ეს უძველესიდაგროვება და სიმდიდრე ვითარდება ერთიცივილიზაციიდან მეორეში გადატანით. ასევეკულტურული ტრანსფერის ერთ–ერთი ყველაზემნიშვნელოვანი ელემენტია ხელოვნება. თურქეთისრესპუბლიკის დამფუძნებელი, მუსტაფა ქემალათათურქი ხელოვნების მნიშვნელობას ამსიტყვებით გადმოსცემს: „ხელოვნების გარეშედარჩენილი ერი სასიცოცხლო ძარღვგაწყვეტილარსებას ჰგავს“.
გირჩევთ, რომ აუცილებლად მოინახულოთ თეოსიდა ჩაეფლოთ უძველეს ანტიკურ პერიოდში.