ყარაჯალარის საჯარო სკოლაში ჩატარდა მორიგი საქველმოქმედო აქცია – ფოტო
ფარმაცევტული კომპანია “რიჩ გრუპ”-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალარის საჯარო სკოლაში ჩატარდა მორიგი საქველმოქმედო აქცია.
მას განსაკუთრებული დატვირთვა ქონდა, რადგან დაიგეგმა მუსულმანური საზოგადოებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პერიოდში, რამადანის დროს.
აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჩაუტარდათ დიაგნოსტიკური გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოვლენის მიზნით.
მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ გამოკვლეული იქნა 450- მდე მოსწავლე და 45-მდე პედაგოგი. იმ პირებში, რომლებშიც გამოვლენილი იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები შემდგომი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნით.
კომპანია “რიჩ გრუპი” კვლავ გააგრძელებს მსგავსი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროულ გამოვლენას და წარმატებით მკურნალობას.