გაიცანით ულამაზესი პატარა ქალაქი სიდე

სიდე პატარა ქალაქია, რომელიც უამრავ ტურისტსიზიდავს ანტალიის სანაპიროზე. დღეს ის ლამაზიტურისტული ქალაქია, კლასიკური ნანგრევებითა დაულამაზესი ქვიშიანი სანაპიროებით. იგი ოდესღაცპამფილიის ყველაზე დიდი პორტი იყო, რომელიცალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ.აღ მე-4 საუკუნეშიდაიპყრო.

ქალაქი სავსეა ლამაზი, ვიწრო ქუჩებით, პატარაბაღებით, ლამაზად გაფორმებული ბარებით, ძვირადღირებული და საშუალო კლასისრესტორნებით. ქალაქის მშენებლობა თარიღდებაძვ.წ. VII საუკუნეში, როდესაც დასავლეთანატოლიიდან ჩამოსულმა ელინებმა დაიწყესტერიტორიის დაუფლება. სწორედ ბერძნებმამიანიჭეს ქალაქს სახელი “სიდე”, რაც ბერძნულიდიალექტიდან თარგმანში ნიშნავს “ბროწეულს”. ბროწეული ითვლებოდა კეთილდღეობისა დანაყოფიერების სიმბოლოდ და მისივე გამოსახულებაამშვენებდა უძველეს მონეტებს.

სიდეს ღირსშესანიშნაობების უმეტესობათავმოყრილია ქალაქის მთავარ შესასვლელთან. აღსანიშნავია, რომ ცენტრში არის დიდი ბაზარი, სადაც იყიდება ყველაფერი, რაც თქვენ სულსა დაგულს გაუხარდება. ამასთან, მყუდრო კაფეები დარესტორნები არის როგორც ცენტრში, ისესანაპიროებზე. აქ საღამოობით უკრავს ეროვნულიცოცხალი მუსიკა.

ამფითეატრი

სიდეში არის ანტიკური ამფითეატრი, რომლისნაგებობაც თავისი მასშტაბით ნამდვილადთვალშისაცემია. ძველ საუკუნეებში შენობაშიმოედანზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლებიდა ამის ყურება ერთდროულად შეეძლო 20 000 ადამიანს. უძველესი ქალაქისკენ მიმავალ გზაზესტუმრებს ასევე შეხვდება უძველესი თაღოვანიკარიბჭე, რომელიც სიდეს მთავარ შესასვლელადითვლება.

I საუკუნით დათარიღებული ნაგებობა რომისმმართველის ვესპასიანეს საპატივსაცემოდ აიგო.შენობის სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. იგი ადრეგაფორმებული იყო იმპერატორის ქანდაკებებით, დღეს კი უძველესი ნაგებობიდან მხოლოდნანგრევებიღაა შემორჩენილი. თეატრის მონახულებაშეგიძლიათ დღისით და საღამოობით , როდესაც მეგაშენობა განათებულია ულამაზესად, (სამუშაოსაათები 9:00 საათიდან 18:45 საათამდე). არდაიზაროთ ზედა რიგში ასვლა, რადგან იქიდანიხსნება ზღვის, ქალაქის და შემდეგი ტურისტულიადგილების ულამაზესი პანორამა. აქ ნახავთ ქალაქისაბანოებს,

შადრევანი “ნიმფეუმი”; ელინური კარიბჭე; აპოლონის ტაძარი ათენას ტაძარი და ბედისქალღმერთის საკურთხეველი.

აპოლონის ტაძარი

ქალაქ სიდეს მთავარი ღირსშესანიშნაობა დასიმბოლოა აპოლონის ტაძარი, რომელიც კლდოვანსანაპიროზე მდებარეობს, ზღვის ნავსადგურისმახლობლად. იგი ახ.წელთაღრიცხვით II საუკუნეშიძველი ბერძენი მზის ღმერთის აპოლონისსაპატივსაცემოდ აშენდა. X საუკუნეში, ძლიერიმიწისძვრის დროს, ტაძარი თითქმის განადგურდა. დღეს შენობაში შემორჩენილია მხოლოდ ფასადი, რომელიც ხუთი სვეტისგან შედგება და საძირკვლისფრაგმენტები. მისი ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერდროს უფასოდ.

არტემიდას ტაძარი

აპოლონის საკურთხევლის დათვალიერების შემდეგვხვდები არტემიდას ტაძარს, რომელიც იყორომაელთათვის ქალღმერთი არტემიდას, დიანასკულტისადმი მიძღვნილი შენობა. -იგი აშენდა ძვ.წ. II საუკუნეში.