ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას მიმართა
აზერბაიჯანში, გაიხსნა მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე,- “ნაღმების ზემოქმედების შემცირება გარემოზე – რესურსების მობილიზება უსაფრთხო და მწვანე მომავლისთვის”.
კონფერენციაში 75 ქვეყნიდან 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის, გაეროს შტაბ-ბინის უფროსი პერსონალი, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნების ნაღმების გაწმენდის ცენტრების წარმომადგენლები, ასევე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანში. პეტერ მიჩალკო, გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონალური ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწე და დირექტორი ივან ზივკოვიჩი და სხვები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, “ნაღმები და აუფეთქებელი საბრძოლო მასალები კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.”
ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით, 30-31 მაისს ტარდება მე-3 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ნაღმების ზემოქმედების შემცირება გარემოზე: რესურსების მობილიზება უსაფრთხოებისა და გამწვანებისკენ“.
იმის გათვალისწინებით, რომ წელს, აზერბაიჯანი უმასპინძლებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიას, წლევანდელი კონფერენცია გარემოზე ნაღმების ზემოქმედების თემას ეძღვნება.