შანლიურფაში პირველი მსოფლიო ნეოლითური კონგრესი გაიმართება
თქვენი აზრით, შესაძლებელია დროში მოგზაურობა? გსურთ მოგზაურობა თქვენთვის საინტერესო პერიოდში თუ ეს შესაძლებელია? დიახ, შესაძლებელია დაბრუნდეთ ძველ დროში და იმოგზაუროთ პრეისტორიულ ხანაში! საუბარია შანლიურფაზე, სადაც უამრავი უძველესი ადგილი მდებარეობს.
კონგრესის შესახებ
თურქეთის ქალაქი შანლიურფა ემზადება მსოფლიო ნეოლითური კონგრესის მასპინძლობისთვის, რომელიც 4-დან 8 ნოემბრამდე გაიმართება. კონგრესი ასე გლობალურად პირველად იმართება და მისი მიზანია ამ სფეროში ჩამოაყალიბოს ახალი პერსპექტივები და ნეოლითური კულტურა უფრო ფართოდ გააცნოს საზოგადოებას. აქ მსოფლიოს 64 ქვეყნიდან და 487 ორგანიზაციიდან იქნება ათასობით აკადემიკოსი და ამ სფეროს სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ნეოლითური კულტურების აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტი მომენტია, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოების ევოლუციასა და ისტორიული პერიოდის კვლევაზე. ზემოაღნიშნული მსოფლიო ნეოლითური კონგრესი, რომელიც ორგანიზებულია კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) პარტნიორობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ნეოლითის პერიოდის შესახებ არსებულ თეორიებს და ჩამოაყალიბებს ახალ პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სოციალურ იერარქიებზე, იდენტობებზე, რწმენებზე, ფიზიკური ანთროპოლოგიასა და გეოარქეოლოგიაზე.
კონგრესი ორგანიზებულია სტამბოლის უნივერსიტეტის და ჰარანის უნივერსიტეტის მიერ და იგი გაიმართება ქალაქ შანლიურფაში, ჰარანის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების განყოფილებაში. ამ სამეცნიერო სესიების განმავლობაში, მეცნიერები რეგიონის და გლობალური პერსპექტივების განხილვას წარადგენენ ნეოლითური პერიოდის შესახებ. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ იქმარსებული სხვა უძველესი ადგილები – გობექლითეფე, ქარაჰანთეფე, ჩაქმათეფე, სეფერთეფე და სხვ.
ანატოლიის ნეოლითური მემკვიდრეობა: თაშ თეფელერი ( Taş Tepeler )
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროქტია თაშ თეფელერის (ქვის ბორცვები) პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობს სტამბოლი სუნივერსიტეტის პრეისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნეჯმი კარული. Taş Tepeler-ის პროექტის ფარგლებში კვლევები უკავშირდება სეფერთეფეს, საიბურჩის, თაშლითეფეს, გურჯუთეფესა და მენდიქი სდასახლებებსი აღმოჩენას.
თაშ თეფელერის პროექტის ფარგლებში მოხდა გობექლითეფეს აღმოჩენა, თავისი 12000 წლიანი ისტორიით, რომელიც წარმოადგენს უძველეს მონუმენტურ დასახლებას. მას მე-18 ადგილი უკავია თურქეთის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში. Taş Tepeler-ის ინიციატივით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი 2019 წლიდან მიმდინარეობს ქარაჰანთეფეში.
უახლესი აღმოჩენები, რომლებმაც ცნობილი ისტორია შეცვალეს
გობექლითეფე და ქარაჰანთეფე ყოველწლიურად აგრძელებენ გლობალური არქეოლოგიური წრეების გაფართოებას თავისი უდიდესი აღმოჩენებით. გასული წლის ოქტომბერში ქარაჰანთეფეში აღმოაჩინეს მისი დროის უდიდესი ადამიანის ქანდაკება. იგი პრეისტორიული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს და არის 2,45 მეტრის სიმაღლის.
კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ ჩატარებული გათხრების დროს გობექლითეფეში ნაპოვნი იქნა კირქვისგან დამზადებული გარეული ღორის ქანდაკება. ესეც ითვლება ერთ-ერთ უნიკალურ აღმოჩენად. აღსანიშნავია, რომ გობექლითეფეში პირველი გათხრები დაიწყო 1995 წელს. ამ აღმოჩენების შემდეგ, ქარაჰანთეფე აღიარეს 2023 წლის შანხაის არქეოლოგიური ფორუმის 9 ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის პროექტს შორის.
ანატოლია არის რეგიონი, რომელიც უამრავი კულტურის საგანძურს ინახავს. ამ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით, თურქეთი მრავალი არქეოლოგიური გათხრების და რეკონსტრუქციის პროექტებს ახორციელებს. ქვეყანა 2023 წელს არქეოლოგიური გათხრების ჩატარების რაოდენობა 720 იყო, 2024 წლის ბოლოსთვის 750, ხოლო არსებული ცნობით, 2026 წლისთვის რიცხვი 800-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელი „თურქული არქეოლოგიის ოქროს ხანად“ ითვლება.