სომხეთის მასმედიაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა გამოქვეყნდა
სომხეთის მასმედიაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა გამოქვეყნდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე სომხეთთან სასაზღვრო ზონაში არახელსაყრელი ამინდის გამო დაიკარგა და სომხურმა მხარემ დაადასტურა, რომ ისინი დააკავეს.
სომხეთის მასმედიაში დღეს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ნათლად დასტურდება წამება და სხვა არაადამიანური ქმედებები აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის მიმართ. ამგვარად, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რომ ხელებშებმული აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურე ცემეს და მის ღირსებას ამცირებენ.
ჟენევის III კონვენციის „ომის ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“ თანახმად, პირებს, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ყველა შემთხვევაში ჰუმანურად უნდა მოექცნენ, ხოლო სამხედრო ტყვეები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული ძალადობისა და მუქარისგან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის შესაბამისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა უკვე მიმართეს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ასეთი არაადამიანური მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდეს სომხეთს, რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მან მიიღო საერთაშორისო დონეზე. ამავდროულად, სომხეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობას სთხოვეს სასწრაფოდ მოენახულებინათ ეს სამხედროები და მიეწოდებინათ ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ.