კულტურული მემკვიდრეობებით მდიდარი ანატოლია თურქეთში

ანატოლია არის ტერიტორია, სადაც ათასობით წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურა ჩამოყალიბდა. სწორედ აქ იკვეთება უამრავი ცივილიზაცია, რომელმაც კაცობრიობის მანძილზე უდიდესი კვალი დატოვა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამტკიცდა ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული გათხრებით, რომელსაც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო აწარმოებს.

თურქული არქეოლოგიის ოქროს ხანა

თურქეთში კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მრავალი არქეოლოგიური გათხრებისა და აღდგენის პროექტები ტარდება. მაგალითად, ბოლო 12 თვეში ჩატარებულმა ექსპედიციება ანატოლიის რეგიონის ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა, რის გამოც 2024 წელი გამოცხადდა როგორც „თურქული არქეოლოგიის ოქროს ხანა“. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2021 წელს არქეოლოგიური კვლევების რაოდენობა ქვეყანაში იყო 670, 2023 წელს 720-ამდე გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე იგი 750, ხოლო 2026 წლისთვის კი 800 გახდეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ისევ აპირებს  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად გააგრძელოს სამუშაოები და ამით იგი ბოლო 60 წლის მანძილზე ჩატარებულ სამუშაოებს გაუტოლოს.   მოდით გადავხედოთ თურქეთის იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც დაახლოებით ბოლო 8 თვის მანძილზე აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური მაჩვენებლები 2024 წელს

წელს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღმოჩენა იყო სკილას ქანდაკებები, (ზღვის ურჩხული ბერძნულ მითოლოგიაში)  რომლებიც დენიზლის უძველეს ქალაქ ლაოდიკიაში   აღმოაჩინეს. აღნიშნული სკულპტურები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სავარაუდო სიაშია შეტანილი. მასში შედის კაციჭამია ურჩხულის სკილას თავი და ხელი, ოდისევსის სხეული, მისი თანამგზავრების ორი ზედა ტანის სკულპტურა, რომლებსაც თავს დაესხნენ და მოკლეს ველური ძაღლების მეშვეობით. ასევე, ოდისევსის გემის მშვილდიც. სკულპტურული ჯგუფი თარიღდება იმპერატორ ავგუსტუსის (ძვ. წ. 27 – ახ. წ. 14 წწ.) პერიოდით. აღსანიშნავია, რომ ისინი მიუხედავად იმისა, რომ მრავალ საუკუნეს მოიცავს, არის ორიგინალური, ხელუხლებელი, თავისი საღებავებით, სტილით, ესთეტიკით და მხატვრული ხარისხით. ასევე ყურადღების ცენტრში იყო უძველესი ქალაქი აფროდიზიასი თავისი  ზევსის გიგანტური და ხელუხლებელი ქანდაკებით.  რომელიც თითქმის  2000 წლის არის.  მას ჰქონდა მინიმალური დაზიანებები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ქაჰრამანმარაშში. აღსანიშნავია, რომ აქ დირექლის გამოქვაბულში აღმოაჩინეს 13000 წლის ძვლის სამკერვალო ნემსი. იგი განიხილება, როგორც  „ქალაქის ამჟამინდელი ტექსტილის სტრუქტურის საფუძვლები არქეოლოგიურ დასახლებებში“.

ყურადღების ცენტრშია ქარაჰანთეფე, შანლიურფა, რომლებიც  აღმოჩენილ იქნა “Taş Tepeler Project” -ის ფარგლებში.   ასევე ძველ ხეთურ ქალაქ კაიალიპინარში, სივასში ნაპოვნია 3900 წლის წინანდელი ხელის ანაბეჭდები, რომლებიც სავარაუდოდ, უკავშირდება  ასურეთის სავაჭრო კოლონიებს. კიდევ ერთი მიმზიდველი აღმოჩენა იყო 3600 წლის ბრინჯაოს ხანჯალი, რომელიც მიეკუთვნებოდა კრეტას მინოსურ ცივილიზაციას. აღსანიშნავია, რომ უძველეს ქალაქ ასპენდოსში, პამფილიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში იპოვეს  2000 წლის ქანდაკებები.

წლის კულტურული აღორძინება

თურქეთი ისევ მტკიცედ აგრძელებს თავის დიპლომატიურ ბრძოლას კულტურული ნამუშევრების დასაბრუნებლად თავის ქვეყანაში. მაგალითად, მან ახლახან დააბრუნა 14 არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული არტეფაქტი შეერთებული შტატებიდან. მათ შორისაა  ორი ბრინჯაოს თავი, გიგანტური ბრინჯაოს ქანდაკება, სხვადასხვა მონეტები და კერამიკული ნამუშევრები და ოსმალური ეპოქის ხანჯალი.

გათხრები ისევ გრძელდება და იგი ნელ-ნელა ნათელს ჰფენს ათასობით წლით დათარიღებულ ისტორიას.