„Fenomen Wing“-ის საზეიმო გახსნის ცერემონია – VIDEO

თბილისში გაიმართა რესტორან „Fenomen Wing“-ის საზეიმო გახსნის ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები.

გახსნის ცერემონია სიმბოლური ლენტის გაჭრით დაიწყო, რის შემდეგაც რესტორნის ხელმძღვანელობამ სტუმრებს გააცნო დაწესებულებაში შექმნილი გარემო და შეთავაზებული სერვისები.

ღონისძიება გაგრძელდა საცეკვაო ნომრებითა და მუსიკალური პროგრამით. სტუმრებს შესთავაზეს სხვადასხვა სახის დესერტები და რესტორნის მრავალფეროვანი მენიუდან გამორჩეული კერძები.

აღსანიშნავია, რომ „Fenomen Wings“ მდებარეობს წერეთლის მეტროსთან, დაახლოებით 5 წუთის სავალ მანძილზე, მისამართზე: ნადირა ხოშარაულის ქუჩა №28. რესტორანი სტუმრებს ყოველდღიურად, 11:00-დან 22:00 საათამდე ემსახურება. აქ წარმოდგენილი ყველა კერძი სრულად შეესაბამება ჰალალის სტანდარტებს და მზადდება პროფესიონალი შეფ-მზარეულების მიერ.

უახლოეს დღეებში „Fenomen Wings“ გეგმავს მიტანის სერვისის ამოქმედებასაც.

გარდა ამისა, რესტორანში მოწყობილია ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი სივრცე, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს, შვილებთან ერთად კომფორტულად გაატარონ დრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ნომერზე: 551 78 55 58.